Hot line : (0 352) 22 12 01

მერი

როსტომ სესიაშვილი

დაიბადა 1987 წლის 8 ივლისს ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში;

2004 წელს დაამთავრა ყვარლის რაიონის სოფელ გავაზის საშუალო სკოლა;

საგანმანათლებლო სკოლებში სოფლის მეურნეობის სწავლების დანერგვის მიმართულებით გაიარა ტრენინგი (2003 წ.) ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესპარდოს უმაღლეს სკოლაში (UC Davis უნივერსიტეტი);

2008 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივე¬რსიტეტის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ფაკულტეტი, მიენიჭა ბიზნესის მართვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

2008-2011 წლებში სწავლობდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტზე. მინიჭებული აქვს აგრონომიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

2003-2004 წლებში იყო ორგანიზაცია FFG-ის („მომავალი ფერმერები საქართველოში“) პრეზიდენტი;

2005-2015 წლებში მუშაობდა შპს „ქინძმარაულის მარანში“ სხვადასხვა პოზიციაზე: იყო რიგითი მუშა (2005-2007 წწ.), მთავარი აგრონომის თანაშემწე (2007-2008 წწ.), საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ტურიზმის მენეჯერი (2008-2013 წწ.), საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი (2013-2015 წწ.);

2010 წლიდან დღემდე არის შპს „ეროს“ დამფუძნებელი და დირექტორი;

2011 წლიდან სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრის („ასოციაცია საქართველოს საზოგადოება“) ვიცეპრეზიდენტია;

2015 წლიდან შპს „სესიაშვილის“ დამფუძნებელი და დირექტორია;

2013 წლიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყვარლის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა;

გავლილი აქვს სხვადასხვა სასწავლო კურსი საქართველოში და საზღვარგარეთ;

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს;

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

 

 

 

Share page