Hot line : (+995) 599 157 471

სოფელ შილდაში სახალხო დღესასწაული იზეიმეს

31 July, 2018

20 მაისს, ყვარლის მუნიციპალიტეტის ს. შილდაში სახალხო დღესასწაული „მაისობა“ განსხვავებულ გარემოში იზეიმეს.

სახალხო დღესასწაულის ფარგლებში მოეწყო კულტურული და სპორტული ღონისძიებები, დაჯილდოვდნენ შილდის საპატიო მოქალაქეები. მკალვჭიდსა და ქართულ ჭიდაობაში გამარჯვებულებს გადაეცათ სერთიფიკატები, მედლები და ფულადი პრიზი. საპრიზო თანხა შეადგენდა 5000 ლარს.

დღესასწაულზე მოსულმა სტუმრებმა დააგემოვნეს ადგილობრივი საწარმო „ჩელთი“ - ს მიერ დამზადებული ღვინო, დაათვალიერეს ვალოდია გელაშვილის ნახატები.

კონცერტზე ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად მოწვეულმა მომღერლებმა გიორგი ბუშელაშვილმა, ოთო ნემსაძემ და სოფო ბედიამ მიიღეს მონაწილეობა.

სახალხო დღესასწაულზე ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვანო მამულაშვილი, შილდის მაჟორიტარი დეპუტატი ჯემალი შავერდაშვილი, შილდის ადმინისტრაციული ერთეულის

Share page