ცხელი ხაზი : (+995) 599 157 471

ჩემი იდეა ყვარელს

15 ოქტომბერი, 2018

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის, როსტომ სესიაშვილის ინიციატივით გაიმართა პროექტის „ჩემი იდეა ყვარელს“ პრეზენეტაცია.
„ჩემი იდეა ყვარელს“ არის პროექტი, რომლის მიზანია ახალგაზრდებისთვის სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარების ხელშეწყობა და ყვარლის მუნიციპალიტეტის განვითარება გარემოს დაცვითი, განათლების, სპორტული, კულტურული და ინფრასტრუქტურული კუთხით. პროექტის განხორციელება არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ახალგაზრდების აქტიური ჩართულობისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში. მნიშვნელოვანია მათი ინფორმირება ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის პრინციპებზე,   პროექტის პრეზენტაციისას ახალგაზრდები გაეცნენ მუნიციპაიტეტის საკრებულოს, მერიის, პარლამენტის წევრის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მუშაობის სტრუქტურასა და უფლებამოსილებებს
 გამარჯვებული პროექტების ავტორები ერთი დღით დაიკავებენ მუნიციპალიტეტის მერის, საკრებულოს თავმჯდომარის, პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობებს.
 პროექტის პრეზენტაციას ასევე ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვანო მამულაშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან ჭიპაშვილი ესწრებოდნენ.
 თითოეულმა მათგანმა ისაუბრა მათ მიერ დაკავებული თანამდებობების უფლებამოსილებაზე და ქვეყნის მართვაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე.
 როგორც მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა აღნიშნა, პროექტის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. ადგილობრივი თვითმმართველობა ყოველთვის მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე მუშაობს, ამიტომაც განსაკუთრებულად საინტერესოა ჩვენი მომავალი თაობის შეხედულებები, მათი როლის და ხედვის განსაზღვრა როგორ განავითარონ ჩვენი მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო, კულტურული, გარემოსდაცვითი თუ სხვა კუთხით.
  პროექტი „ჩემი იდეა ყვარელს“ ხორციელდება ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით.

გააზიარე