ENPARD - საქართველოს წარმომადგენლებმა ყვარლის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
ENPARD - საქართველოს წარმომადგენლებმა ყვარლის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
პროგრამის - სწრაფი რეგიონული განვითარება იმერეთსა და კახეთში - მიზანია, მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერება, დასაქმებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, სამიზნე მუნიციპალიტეტებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ამავდროულად, პროგრამა ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესისა და ტურიზმის განვითარებას.
პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV -ის ფარგლებში.
აღნიშნულ შეხვედრას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, მერის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
#ყვარლისმუნიციპალიტეტი2023