ყვარელში "მუსიკალური საღამო" გაიმართა
ქ. ყვარელში, 9 აპრილის სახელობის სკვერში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, “მუსიკალური საღამო” გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო ადგილობრივ მეწარმეთა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, ბავშვების მხიარულ განწყობაზე ზღაპრების გმირები, ჯამბაზები და ანიმატორები ზრუნავდნენ.
მუსიკალური საღამო ჯგუფ Killages კონცერტით დასრულდა.
ღონისძიებას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, გივი ზაუტაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
#მუსიკალურისაღამოები
#ყვარლისმუნიციპალიტეტი2023