ცხელი ხაზი : (+995) 599 157 471

ეკონომიკურ - კულტურული განვითარება ყვარლის მუნიციპალიტეტში

30 ივლისი, 2018

იუსტიციის სასწავლო ცენტრში ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან როსტომ სესიაშვილთან და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან ბენო გეგეჭკორთან ერთად გაიმართა შეხვედრა ევროკავშირის პროგრამის ,,Erasmus +” დელეგაციის წევრებთან.

შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში ეკონომიკურ-კულტურული და ტურიზმის განვითარების შესახებ. სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით და თანადაფინანსებით გაიზარდა საწარმოების რიცხვი, გაშენდა ვენახები, თხილისა და კაკლის პლანტაციები. ხელი შეეწყო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.

,, Erasmus +” წარმოადგენს  ევროკავშირის პროგრაას, რომელიც  პროექტებს ახორციელებს განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით

გააზიარე