ცხელი ხაზი : (+995) 599 157 471

ქართულ-აფხაზური ურთიერთობების განმტკიცებისადმი მიძღვნილი ღონისძიება

21 დეკემბერი, 2022

 

დღეს, ქ. ყვარელში საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა, საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია „გულანისა“ და ა(ა)იპ „ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების განმტკიცებას.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ყვარლის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, ა(ა)იპ „ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის“ შემსრულებლები. ნაჩვენები იქნა ნაირა მარშანიას ფილმი აფხაზეთზე - „ადრე თუ გვიან“.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერს, გივი ზაუტაშვილს, საპატიო სიგელი გადასცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები.

გააზიარე