კახეთის რეგიონის 2023 წლის წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოვების ღონისძიება
თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ალადაშვილის ინიციატივით, ოქროსმედალოსანი და ვერცხლისმედალოსანი ახალგაზრდები სკოლის წარჩინებით დამთავრებისათვის დაჯილდოვდნენ.
დაჯილდოების ღონისძიების მიზანს ახალგაზრდა თაობისთვის სწავლისადმი მოტივაციისა და სტიმულის ამაღლება, განათლებული ახალგზარდა თაობის მიერ მიღწეული წარმატებებისა და შედეგების პოპულარიზაცია წარმოადგენს.
წახალისების მიზნით, კახეთის თითოეულ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოქროსმედალოსან და ვერცხლისმედალოსან ახალგაზრდებს ყოველწლიურად, ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადაეცემათ. წელს ყვარლის მუნიციპალიტეტიდან ფულადი ჯილდო 39 წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცა.
ახალგაზრდების დაჯილდოვების შემდეგ ქუდების აყრის ცერემონია გაიმართა. ღონისძიება „გუფი ლენდი“-ს კონცერტით დასრულდა.
მიმდინარე წელს ჯილდოს 500-მდე წარჩინებული მოსწავლე მიიღებს.
ღონისძიების თანაორგანიზატორია - დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) „ვიზიტ კახეთი“.