ცხელი ხაზი : (+995) 599 157 471

მერი ქ. ყვარელსა და სოფელ საბუეში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო

28 ივნისი, 2023

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, მოადგილესთან - გიორგი ქოქიაშვილთან ერთად, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.

ამჟამად, ქ. ყვარელში მიმდინარეობს ილიას ტბის ნაწილობრივი რეაბილიტაცია, რომელიც ითვალისწინებს სტადიონისა და ამფითეატრის განახლებას, ტრენაჟორების, საბავშვო ატრაქციონებისა და საჩრდილობლების მოწყობას.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 835 068 ლარს.

ასევე, სოფელ საბუეში მიმდინარეობს „გორისძირის“ უბანთან მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოები. პროექტის მიხედვით, დაიგება 1200 გრძივი მეტრი ორფენოვანი ასფალტის საფარი, მოეწყობა კიუვეტები და ცხაურები.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 754 140 ლარს.

 

#ყვარლისმუნიციპალიტეტი2023

 

 

გააზიარე