მერმა სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
დღეს, საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე გიორგი ქოქიაშვილი, საკრებულოს თამჯდომარის მოადგილე ოთარ ბუჯიაშვილი, ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ქეთევან ჭიპაშვილთან ერთად, ქალაქ ყვარლის #1, #2 და სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლებს ესტუმრნენ, მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
ასევე, ყვარლის რეაბილიტაცია-აბილიტაციის ცენტრის ქვეპროგრამაში ჩართული ბავშვები, მარიამ აივაზაშვილი და შოთა ლეშკაშვილი, ახალ სასწავლო წელს ყვარლის #1 საჯარო სკოლაში გააგრძელებენ.
სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით ღონისძიებები გაიმართა. წელს ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს 350-ზე მეტი პირველკლასელი ჰყავს, რომლებსაც საჩუქრად წიგნები და ბუკები გადაეცათ.
#15სექტემბერი
#ყვარლისმუნიციპალიტეტი2023
#ყვარლისრეაბილიტაციააბილიტაციისცენტრი