ცხელი ხაზი : (+995) 599 157 471

შეხვედრა შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით

31 მარტი, 2023

 

დღეს,  შრომის უსაფრთხოების სფეროში მომუშავე კომპანია Cos-concept of safety-ის წარმომადგენლებმა, შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, დამსაქმებლებისათვის, ადგილობრივი კომპანიებისა და თვითმმართველობის წარმომადგენელთათვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

კომპანიის წარმომადგენლებმა შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ საკითხებზე და მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრეს, გამომდინარე იქედან, რომ ხშირად დამსაქმებელი  არ ფლობს, ან არასწორ ინფორმაციას ფლობს ამ სფეროში საკუთარი ვალდებულებების შესახებ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დაინტერესებულმა პირებმა, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

 

#ყვარლისმუნიციპალიტეტი2023

 

 

გააზიარე