25 აპრილს, ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, ხელოვანთა შემოქმედებითი საღამო "ლურჯი აპრილი" გაიმართა
25 აპრილს, ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, ქართული კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო გაერთიანება „ქართველი“-ს ორგანიზებითა და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გაიმართა ხელოვანთა შემოქმედებითი საღამო „ლურჯი აპრილი“.
შემოქმედებით საღამოში მონაწილეობას იღებდნენ ელდინო საღარაძე, მანანა თოდაძე, თამრიკო მეჭიაური, ქეთი წიკლაური, ციური მჭედლიძე, გიორგი შალვაშვილი, მინდია ქიტიაშვილი, ლეილა ლეგაშვილი და იოანე ქართველი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები, ადგილობრივი მოსახლეობა.
#ყვარლისმუნიციპალიტეტი2023