მერმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავები და მემორიალი ყვავილებით შეამკო
2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. ქვეყნის თავისუფლებისა და ერთიანობისათვის ბრძოლას ყვარლის მუნიციპალიტეტიდან ოთხი ახალგაზრდა გმირის სიცოცხლე შეეწირა - ზურაბ ტურაშვილი, ილია შავერდაშვილი, პოლკოვნიკი - დავით ელიზბარაშვილი და გელა მებაღიშვილი.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა, მერის მოადგილე გიორგი ქოქიაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე ოთარ ბუჯიაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გარდაცვლილი გმირების საფლავები და მემორიალი ყვავილებით შეამკო.