ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს
34 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიიდან, რომელსაც საქართველოს 21 მოქალაქე შეეწირა.
9 აპრილს განვითარებულმა მოვლენებმა მყარი საფუძველი დაუდო 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებას.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ჭიკაანსა და სოფელ გავაზში 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
#ყვარლისმუნიციპალიტეტი2023
#მადლობათავისუფლებისთვის