ცხელი ხაზი : (+995) 599 157 471

„საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობის პროექტის ECO.Georgia”-ს ფარგლებში, სამეწარმეო საქმიანობის შესახებ სასწავლო კურსი დაიწყო

10 ივლისი, 2023

 

„საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობის პროექტის ECO.Georgia”-ს ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარადჭერით, სამეწარმეო საქმიანობის შესახებ სასწავლო კურსი დაიწყო.

თელავის, ახმეტის, ყვარლის, დედოფლისწყაროსა და თიანეთის მუნიციპალიტეტებიდან მონაწილეებისთვის სასწავლო კურსის პირველი მოდული უკვე ჩატარდა 26 ივნისიდან 7 ივლისის პერიოდში და მასში მონაწილეობა ორმოცდაათამდე მოქმედმა ან პოტენციურმა მეწარმემ მიიღო.

სასწავლო კურსის პირველ და მეორე მოდულში მონაწილეობისთვის სულ შეირჩა 75-მდე ადამიანი პროექტ ECO.Georgia-ს სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან: ყვარელიდან, თელავიდან, ახმეტიდან, დედოფლისწყაროდან, თიანეთიდან, ოზურგეთიდან, ლანჩხუთსა და ჩოხატაურიდან.

შერჩეული მონაწილეები უკვე ჩართულნი იყვნენ ან დაინტერესებულნი არიან ტყესთან დაკავშირებული პროდუქტების (#მერქნულირესურსები და #არამერქნულირესურსები
 #ეკოტურიზმი) მიმართულებით სამეწარმეო საქმიანობით. კურსი კი მათ დაეხმარება გაიუმჯობესონ მეწარმეობასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარები, იქნება ეს ბიზნეს გეგმების შემუშავების, ფინანსური განათლების თუ საგადასახადო რეჟიმებისა და რეგულაციების მიმართულებით, თეორიული ცოდნით, პრაქტიკული სავარჯიშოებისა და სიმულაციური თამაშების მეშვეობით.

ტრენინგი ტარდება შპარკასე საქართველოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) შორის პარტნიორობის ფარგლებში.

პროექტი ECO.Georgia თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობების მიერ და მიზნად ისახავს საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობას, ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვით, ენერგოეფექტური და ალტერნატიული საშაუალებებისთვის ბაზრის განვითარებით და ტყესთან დაკავშირებული ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებით, რაც ხელს შეუწყობს ტყესთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობის გაძლიერებას, მათთვის საარასებო საშუალებების გამრავალფეროვნებას, ტყეზე ზეწოლის შემცირებას და ტყის რესურსების მდგრადად მოხმარებას.

#ყვარლიმუნიციპალიტეტი2023

#ECO.Georgia