ცხელი ხაზი : (+995) 599 157 471

სწავლება მომსახურების სფეროს გასაუმჯობესებლად

30 ივლისი, 2018

დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებისთვის, ,,ყვარლის ტბაზე“ მიმდინარეობს სწავლება მოქალაქეთა მომსახურების სფეროს ახალი სტანდარტის გასაცნობად, რომელსაც ესწრება მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი.

სწავლების მიზანია თანამშრომლები იყვნენ ორიენტირებულები გამოიმუშაონ საჭირო უნარ-ჩვევები მოქალაქეთა მომსახურების სერვისის გასაუმჯობესებლად.

აღნიშნულ სემინარს უძღვება ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი თათია ტურაშვილი.

პროექტი მიმდინარეობს ყვარლის მერის, როსტომ სესიაშვილის ინიცირებითა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,World Vision”-ის დაფინანსებით.

 

 

გააზიარე