ცხელი ხაზი : (+995) 599 157 471

სოფელ გრემსა და ენისელში სახალხო დღესასწაული "გრემქალაქობა" აღინიშნა

29 აგვისტო, 2023

 

მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან ერთად სოფელ გრემსა და ენისელში სახალხო დღესასწაული „გრემქალაქობა“ აღინიშნება.

სახალხო დღესასწაულის ფარგლებში სპორტული ღონისძიებები მოეწყო. ქართულ ჭიდაობაში გამარჯვებულებს სიგელები, თასები და მედლები გადაეცათ.

ღონისძიებას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, მერის მოადგილე გიორგი ქოქიაშვილი, გრემის, ენისლისა და შაქრიანის მაჟორიტარი დეპუტატი, მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში, სპორტსმენები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

 

#ყვარლისმუნიციპალიტეტი2023