ცხელი ხაზი : (+995) 599 157 471

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ახალოსფლის თემის სოფლების - თხილისწყაროს, შოროხის, საცხენისა და თივის მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

8 თებერვალი, 2023

 

ყვარლის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, გივი ზაუტაშვილი, მერის მოადგილესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად, ახალსოფლის თემის სოფლების - თხილისწყაროს, შოროხის, საცხენესა და თივის მოსახლეობას შეხვდა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების მიზნით, ყვარლის მუნიციპალიტეტისთვის 326 000 ლარი გამოიყო.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებზე შემდეგი პრიორიტეტები განისაზღვრა:

სოფელი თხილისწყარო - შიდა საუბნო გზების მოხრეშვა;

სოფელი შოროხი - სანიაღვრე არხის მოწყობა;

სოფელი საცხენე - სოფელთან მისასვლელი ხიდის რეაბილიტაცია;

სოფელი თივი - სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის (სადრენაჟე სისტემის) რეაბილიტაცია.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, სოფელში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ხორციელდება, რომელიც მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოთა შორის ურთიერთობის გაუმჯობესებასა და სოფლად არსებული პრობლემების აღმოფხვრას ისახავს მიზნად.

#ყვარლისმუნიციპალიტეტი2023

#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2023

 

გააზიარე