მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) შეხვედრა ადგვილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან
დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის კონსულტანტმა, ციური ანთაძემ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიაში, პროგრამებსა თუ სხვა დოკუმენტებში დაბრუნებულ ქართველ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინება.
აღნიშნულ შეხვედრაზე, მიგრაციის მართვის საკითხებზე, მიგრანტების ბიზნესის დაწყება/განვითარების ხელშეწყობაზე, სახელმწიფოსა თუ დონორების მიერ დაფინანსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებისა და სერვისების ხელმისაწვდომობაზე ისაუბრეს.
მიგრაციის საერთაშორისო მისია (IOM) საქართველოში პროგრამების ადგილობრივმა ხელმძღვანელმა, ნათია კვიციანმა, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან, გივი ზაუტაშვილთან ერთად სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.