წინასაახალწლო ღონისძიება ყვარელში
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, წინასაახალწლო ღონისძიება ყვარელში ანსამბლ „ალილოს“, ნოდარიკო ხუციშვილისა და ჯემ სეიის ბენდის კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
ღონისძიების ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მრავალფეროვანი აქტივობები მიმდინარეობდა. მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო, ჩატარდა ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი.
აგრეთვე, ტერიტორიაზე განთავსებული იყო ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები, მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცეები და საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა.
#25დეკემბერიყვარელი
#ახალიწელი2023
#ახალიწლისდღეები