სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისათვის საახალწლო ამანათების გადაცემა
დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი ზაუტაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ, ზურაბ ნემსაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილმა და თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, ოთარ ბუჯიაშვილმა, ქალაქ ყვარლის მაჟორიტარ დეპუტატთან, ლევან გელაძესთან ერთად, სოციალურად შეჭირვებული ოჯახები მოინახულეს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ამანათები გადასცეს.