Hot line : (+995) 599 157 471

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფლების - ჭიკაანის, გავაზისა და სანავარდოს მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

2 February, 2023

 

ყვარლის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, გივი ზაუტაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ოთარ ბუჯიაშვილი, მერის მოადგილეებთან და საკრებულოს მაჟორიტარ წევრებთან ერთად, სოფლების - ჭიკაანის, გავაზისა და სანავარდოს მოსახლეობას შეხვდნენ.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებისათვის ყვარლის მუნიციპალიტეტში 326 000 ლარი გამოიყო.

სოფელ ჭიკაანის მოსახლეობამ, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტებად ფეხბურთის მოედნის რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღთან მისასვლელი ტერიტორიის კეთილმოწყობა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია დაასახელა.

სოფელ გავაზის მოსახლეობამ შეხვედრაზე პრიორიტეტებად სასმელი წყლის საუბნო ქსელისა და ხიდ-ბოგირის მოწყობა განსაზღვრა.

სოფელ სანავარდოს მოსახლეობის გადაწყვეტილებით, პრიორიტეტებად დასახელდა სასმელი წყლის ქსელის გამრიცხველიანება, სასმელი წყლის საუბნო ქსელისა და სანიაღვრე არხების მოწყობა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, სოფელში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ხორციელდება, რომელიც მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოთა შორის ურთიერთობის გაუმჯობესებასა და სოფლად არსებული პრობლემების აღმოფხვრას ისახავს მიზნად.

 

#ყვარლისმუნიციპალიტეტი2023

#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2023

 

Share page