Hot line : (+995) 599 157 471

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფლების - შილდის, ენისლის, საბუისა და გრემის მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

3 February, 2023

 

ყვარლის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, გივი ზაუტაშვილი, მერის მოადგილესთან, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან და  საკრებულოს მაჟორიტარ წევრებთან ერთად, სოფლების - შილდის, ენისლის, საბუისა და გრემის მოსახლეობას შეხვდა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების მიზნით, ყვარლის მუნიციპალიტეტისთვის 326 000 ლარი გამოიყო.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებზე შემდეგი პრიორიტეტები განისაზღვრა:

  • სოფელი შილდა - მინი სტადიონის საფარის მოწყობა;
  • სოფელი ენისელი - სასმელი წყლის ჭაბურღილის

მოწყობა;

  • სოფელი საბუე - სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა;
  • სოფელი გრემი - სკვერის რეაბილიტაცია.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, სოფელში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ხორციელდება, რომელიც მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოთა შორის ურთიერთობის გაუმჯობესებასა და სოფლად არსებული პრობლემების აღმოფხვრას ისახავს მიზნად.

 

#ყვარლისმუნიციპალიტეტი2023

#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2023

 

Share page