მერმა და მერის მოადგილემ მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს
დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი ზაუტაშვილმა და მერის მოადგილე გიორგი ქოქიაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.
ქ. ყვარელში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში (PIRDP) ილიას გორის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაციას, სარეკრეაციო სივრცის, საფეხმავლო ბილიკების, საპარკინგე და კვების ობიექტების მოწყობას. პროექტის ღირებულება შეადგენს 1 704 000 ლარს;
სოფელ ახალსოფელში აქტიურად მიმდინარეობს მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობა, რომელშიც იქნება დარბაზი მაყურებელთათვის, გასახდელი და გუნდების დაბინავებისათვის განკუთვნილი ოთახები. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 1 788 976 ლარს;
ასევე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება სოფელ შილდის მე-2 საბავშვო ბაღის შენობის სრული რეაბილიტაცია. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 1 019 684 ლარს;
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში (PIRDP) დასრულდა სოფელ ზინობიანში უდიური ეთნოგრაფიული მუზეუმის, შეხვედრების სივრცის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერისა და მინი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები. პროექტის ღირებულებამ შეადგინა 784 913 ლარი.
#ყვარლისმუნიციპალიტეტი2023