Hot line : (+995) 599 157 471

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი და მერის მოადგილე სოფელ საბუეში, "გორისძირის უბანში", სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ

8 May, 2023

 

დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე, გიორგი ქოქიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ საბუეში „გორისძირის უბნის“ სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.

აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს 1215 გრძივი მეტრი ორფენოვანი ასფალტის საფარისა და გზის მიმდებარედ რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობას. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 754 140 ლარს შეადგენს.

 

#ყვარლისმუნიციპალიტეტი2023

 

Share page