Hot line : (+995) 599 157 471

ა(ა)იპ "ყვარლის კეთილმოწყობის სამსახურს" მერმა სატვირთო, ნარჩენების შესაგროვებელი და საპრესით აღჭურვილი სპეციალური მანქანები გადასცა

30 June, 2023

 

28 ივნისს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ”, “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის” ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტს 1 ერთეული სატვირთო და 2 ერთეული ნარჩენების შესაგროვებელი და საპრესით აღჭურვილი სპეციალური მანქანა გადასცა.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი ზაუტაშვილმა, მერის პირველ მოადგილე ზურაბ ნემსაძესთან ერთად, აღნიშნული ავტომობილები ა(ა)იპ „ყვარლის კეთილმოწყობის სამსახურს“ გადასცა. 

მუნიციპალიტეტების აღჭურვა ნარჩენების შესაგროვებელი და დასუფთავებისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკური საშუალებებით მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ნარჩენების მართვის არსებულ სისტემას.

პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით. კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისთვის პროექტის ღირებულება ჯამში 6 800 000-მდე ევროს შეადგენს.

 

#ყვარლისმუნიციპალიტეტი2023

 

Share page