Hot line : (+995) 599 157 471

ყვარლის შესასვლელში სახელმწიფო დროშა აღიმართა

12 July, 2023

 

დღეს, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ალადაშვილთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილმა, ქალაქ ყვარლის შესასვლელში სახელმწიფო დროშა აღმართეს.

ღონისძიება სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით ჩატარდა. სახელმწიფო ჰიმნი ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა შეასრულეს.

სახელმწიფო დროშის აღმართვის ღონისძიებაში მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები -ზურაბ ნემსაძე და გიორგი ქოქიაშვილი იღებდნენ მონაწილეობას.

 

#ყვარლისმუნიციპალიტეტი

 

 

Share page