Hot line : (+995) 599 157 471

ა(ა)იპ გარემოს დაცვის ეკოცენტრმა საერთაშორისო კონფერენცია გამართა თემაზე - ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირება და რისკების შემცირების ინოვაციური ღონისძიებები

12 December, 2023

 

ა(ა)იპ გარემოს დაცვის ეკოცენტრის (გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) საკონსულტაციო სტატუსის ორგანიზაცია) ორგანიზებით, 8-10 დეკემბერს, ქ. ყვარელში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირება და რისკების შემცირების ინოვაციური ღონისძიებები.

აღნიშნული კონფერენცია გაიმართა გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) 2022-2023 წლების „მონაწილეობის პროგრამის“ ფინანსური მხარდაჭერით.

ა(ა)იპ გარემოს დაცვის ეკოცენტრის დირექტორმა, გივი გავარდაშვილმა და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი ზაუტაშვილმა, კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.

წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია ქალაქ ყვარლის მოსახლეობის წყალდიდობებისა და ღვარცოფებისგან უსაფრთხოების შესახებ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ა(ა)იპ გარემოს დაცვის ეკოცენტრის, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისა და სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტის თანამშრომლები, დარგის ექსპერტები და სპეციალისტები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა.

 

#ყვარლისმუნიციპალიტეტი2023

 

 

Share page