მოსახლეობის რაოდენობა და ურბანული გადანაწილება
სოფლების უმეტესი ნაწილი გაშლილია ალაზნის ვაკეზე, შედარებით მცირე მონაკვეთი კი მოქცეულია გორაკ-ბორცვიან ზონაში. ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 2002 წლის აღწერით შეადგენდა 40,080 კაცს. განსახლების ძირითადი ზონა ვრცელდება ზღვის დონიდან 200-600 მეტრის ფარგლებში. მოსახლეობის 76 % ცხოვრობს სოფელში, დანარჩენი მოსახლეობა მოქცეულია ქალაქში. უდიდესი ნაწილი ქართველები არიან. მცირე რაოდენობით ცხოვრობენ ავარიელები, ოსები და სხვ. მოსახლეობის სიმჭიდროვე უდრის 40 კაცს (1 კვ.კმ-ზე).