ილიას ტბისა და დოლოჭოპის დამაკავშირებელი გზის გაკეთება
ყვარელში ილიას ტბისა და დოლოჭოპის ნაქალაქარის დამაკავშირებელი გზის კეთების მიმდინარე სამუშაოები ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმა მერიის თანამშრომლებთან ერთად მოინახულა.
დოლოჭოპში აღმოჩენილია V საუკუნის ბაზილიკის ტიპის უდიდესი სატაძრო კომპლექსი, რომელიც ტურისტებისთვის ერთ-ერთი გამორჩეულად მიმზიდველი ობიექტი გახდება.
ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ჩვენი პრიორიტეტია . აღნიშნული პროექტის განხორცილება, რომელიც ილიას ტბასა და დოლოჭოპის ნაქალაქარს დააკავშირებს, ტურისტების ნაკადის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს.