Hot line : (+995) 599 157 471

შეხვედრა ახალგაზრდებთან

15 January, 2020

„ახალგაზრდული სტრატეგიის“ ფარგლებში ყვარლის 
მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში, მიმდინარე წლის 20 იანვარს, ორშაბათს, 14:00 საათზე გაიმართება პირველი შეხვედრა ახალგაზრდებთან.

 გთხოვთ, შეხვედრაზე მობრძანდეთ უშუალოდ მხოლოდ 
მუნიციპალურ ცენტრში, ყვარელში რეგისტრირებული 18-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, მიუხედავად თქვენი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილისა.

ზონალური შეხვედრები ახალსოფლის თემსა და სოფელ შილდაში, ასევე მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ
ახალგაზრდებთან გაიმართება ერთკვირიანი შუალედით.

 

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო

ახალგაზრდობა ჩვენი ხელისუფლების  მთავარი პრიორიტეტია,  როგორც ცენტრალურ ასევე ადგილობრივ დონეზე. შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობთ შევიმუშაოთ მთელი რიგი პროექტები, რათა მათი აქტიურობა და ჩართულობა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ ცხოვრებაში იყოს მაქსიმალურად ასახული. აღნიშნული ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს იმ ფონზე როდესაც გვაქვს რაიონიდან გადინების ზედმეტად მაღალი მაჩვენებელი. სწორედ ამიტომ, რომ ახალგაზრდები შევინარჩუნოთ  მუნიციპალიტეტში  და ამავე დროს  შევუქმნათ  მეტი ნორმალური, პროფესიული და კონკურენტული გარემო განვითარებისათვის, არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრთან ერთად შევიმუშავეთ ახალგაზრდული სტრატეგია.

ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სტრატეგია, ეს არის უპრეცედენტო შესაძლებლობა ყვარლის რაიონში მცხოვრები  და ასევე რაიონში დაბრუნების მსურველი ახალგაზრდებისთვის, რათა მუნიციპალიტეტის დახმარებით შეძლონ საკუთარი ადგილის დამკვიდრება ყოველდღიურ ცხოვრებაში. სტრატეგიას აქვს მრავალი მიმართულება და იგი მაქსიმალურად არის მორგებული ახალგაზრდების ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე.

2020 წლის სტრატეგიის სრულფასოვნად განხორციელების მიზნით, ბიუჯეტში ავსახეთ 166000 (ასსამოცდექვსი ათასი) ლარი, რაც უპრეცედენტოა ამ მიმართულებით. აქამდე არსებულ დაფინანსებებთან შედარებით პროექტის განხორციელების უზრუნველსაყოფად,  შეიქმნა სამუშაო ჯგუფი საკრებულოში, რომელიც მერიის შესაბამის სამსახურთან ერთად უკვე ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს. სამუშაო ჯგუფი არის ღია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოგვაწოდოს თავისი იდეა მიმართულებებთან დაკავშირებით. აქვე, გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ახალგაზრდებს აქტიურობისკენ. თქვენ ჭირდებით რაიონს და ჩვენ ერთად შევძლებთ უკეთესი მომავლის შექმნას.

 

 

პატივისცემით

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი                        ყვარლის მუნიციპალიტეტის

                                                                           საკრებულოს თავმჯდომარე

როსტომ სესიაშვილი                                           დავით ქევხიშვილი

Share page