საინფორმაციო შეხვედრა დამწყები სოციალური საწარმოების საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით
დღეს, საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციისა (საგა) და სტრატეგიული კვლევების განვითარების ცენტრის (CSRDG) წარმომადგენლებმა, დამწყები სოციალური საწარმოების საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სასტარტო (START-UP) ეტაპზე მყოფ და ახალ სოციალურ საწარმოებს, რომლებიც საჭიროებენ დამატებით რესურსებს, რათა განახორციელონ ინოვაციური იდეები და შექმნან მდგრადი სოციალური საწარმო.
შეხვედრას საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ფონდის მენეჯერი, ქრისტინე კანდელაკი უძღვებოდა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დაინტერესებულმა პირებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე.
კონკურის შესახებ დეტალურად: https://www.segeorgia.org/ge/news/gamotskhadda-ideebis-sagranto-konkursi-damtsyebi-sotsialuri-satsarmoebistvis-2?fbclid=IwAR2nR-19lRfsaUX2o1PbuWhZpsFqRpX20SarRjsPle__YGTS608m1IQa94U
#ყვარლისმუნიციპალიტეტი2023