ცხელი ხაზი : (+995) 599 157 471

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა საკრებულოს 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა

28 ნოემბერი, 2023

 

დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინა 2023 წელს გაწეული საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში.

მერმა, გივი ზაუტაშვილმა, საკრებულოს წევრებს  დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ადგილობრივ ბიუჯეტსა და მის შესრულებაზე, სოციალური  და ჯანდაცვის მიმართულებით, ასევე, აქცენტი გაკეთდა განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე,  ადგილობრივ ეკონომიკასა და საანგარიშო პერიოდში მოზიდულ ინვესტიციებზე,  დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე,  საგრანტო პროექტებზე, განათლებაზე, კულტურისა და სპორტის სფეროზე. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ასევე, ისაუბრა მუნიციპალიტეტში არსებულ  გამოწვევებსა და პრობლემებზე.

ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისა და მუნიციპალური ა(ა)იპ-ების თანამშრომლები.

 

#ყვარლისმუნიციპალიტეტისმერია2023

#მერისანგარიში2023

 

გააზიარე