ბალღოჯიანის გზის მოასფალტება და შეხვედრა მოსახლეობასთან
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ქევხიშვილმა, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმაგურამ მაჭარაშვილმა პარლამენტში რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიასთან ერთად დაათვალიერეს სოფელ ბალღოჯიანთან მისასვლელი ცენტრალური გზისმოასფალტების პროცესი.
ბალღოჯიანში მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრეს პრობლემებსა და არსებულ საჭიროებებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარეობს ბალღოჯიანის სკვერის პროექტზე მუშაობა და უახლოეს მომავალში დაიწყებასამუშაოები პროექტის განხორციელებისთვის.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ჩვენ ვზრუნავთ ეტაპობრივად თითოეულ სოფელს შევუქმნათ საჭირო ცივილური და კომფორტული გარემო - განმარტა როსტომ სესიაშვილმა.
სოფელ ბალღოჯიანში საგზაო ინფრასტრქუტურის მიმართულებით სამუშაოები რეგიონში განსახოპრციელებელი პროექტების ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს, ხოლო სოფელში არსებული სკვერის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მოწყობა.