ღვინის დღეები ყვარელში
ღვინის დღეები
7-15 ოქტომბერი, საქართველოს მასშტაბით, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, იმართება ყოველწლიური ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები“.
ყვარელი
8.10.2023
ღონისძიების ადგილი: ი. ჭავჭავაძის მუზეუმის ეზო
საფესტივალო პროგრამის დასაწყისი: 14:00
• 14:00-21:00 კახური ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
• 14:00-21:00 კვების სივრცე: დედას პური, მწვადი, ყველი, ჩურჩხელა, ქართული ნუგბარი.
• 14:00-21:00 პურის ცხობა, ჩურჩხელების ამოვლება, თათარას მომზადება.
• 14:00-19:00 თიხით ძერწვის და თიხაზე ხატვის გაკვეთილები.
• 15:00-15:30 მეგა ბუშტებით საზეიმო მსვლელობა.
• 15:00-19:00 საბავშვო გასართობი სივრცეები და აქტივობები: ყურძნის დაწურვის ჩემპიონატი, ღვინის ფიალების მოხატვა და სხვ.
• 16:00-18:00 ქართული ცეკვის გაკვეთილები - ცეკვის აკადემია „სუხიშვილები“.
• 18:30-21:00 - კონცერტი: „ჩვენი კვარტეტი“, „გაგა ფრანი“.
შემოგვიერთდით, ერთად აღვნიშნოთ ღვინის დღეები ღვინის სამშობლოში.