ცხელი ხაზი : (+995) 599 157 471

კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ ანგარიშის წარდგენა

3 ოქტომბერი, 2023

 

კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი 2022 ივნისიდან ახორციელებდა პროექტს „თანაბარი შესაძლებლობები ბავშვებს“, რომლის ფარგლებშიც ყვარლის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს რეაბილიტაცია-აბილიტაციის ცენტრი. 2023 წლის აპრილიდან კი ცენტრი გახდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის ქვეპროგრამის მიმწოდებელი. 2022 წლის დეკემბრიდან კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი ყვარლის მუნიციპალიტეტში ამავე სამინისტროს ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის მიმწოდებელი ორგანიზაცია გახდა.

ცენტრი კომპლექსურად მუშაობს ბავშვებისა და ოჯახების მხარდაჭერის მიმართულები, რაც გულისხმობს უშუალო თერაპიებს ბავშვებთან და ოჯახების ცნობიერების ამაღლებას პოზიტიური მშობლობის საკითხებში.

ცენტრმა საკუთარი საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს ანგარიში წარუდგინა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, მერის მოადგილე გიორგი ქოქიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

 

#ყვარლისმუნიციპალიტეტი2023

#კახეთისსამხარეოგანვითარებისცენტრი

 

 

გააზიარე