ცხელი ხაზი : (+995) 599 157 471

კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრმა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისათვის შეხვედრა გამართა

16 დეკემბერი, 2022

 

 

დღეს, კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრმა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისათვის შეხვედრა გამართა, რომლის მიზანსაც ბავშვის უფლებათა დაცვის კოდექსის მიმართულებით არსებული მდგომარეობის ანალიზი და სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის გაცნობა წარმოადგენდა.

აღნიშნულ შეხვედრას უძღვებოდა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კახეთის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელი დალი მოსიაშვილი.

კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი 2019 წლიდან ფუნქციონირებს, როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია კახეთის რეგიონში ბავშვებისა და ოჯახების საჭიროებებზე მორგებული სერვისების განვითარების ხელშეწყობა თვითმმათველობის სტრუქტურების გაძლიერების, რეგიონში ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების/ინსტიტუტების მხარდაჭერის და ადვოკატირების გზით, რეგიონში მცხოვრები ბავშვების და ოჯახების საჭიროებებზე რეაგირება და მათთვის სერვისის მიწოდება. ცენტრი ფუნქციონირებს სამი მიმართულებით: ბავშვთა დაცვა, ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარება და ახალგაზრდების ჩართულობა.

კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი 2022 წლის ივნისიდან ახორციელებს პროექტს „თანაბარი შესაძლებლობები ბავშვებს“, რომლის მიზანია ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 0-18 წლამდე ასაკის მოწყვლადი პირებისათვის შესაბამისი სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ოჯახების მხარდაჭერა და საკითხების ადვოკატირება მრავალფეროვანი სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის. პროექტი მიმდინარეობს ასოციაცია „ანიკა“-სა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის პარტნიორია თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი.

გააზიარე