ცხელი ხაზი : (+995) 599 157 471

მერები ეკონომიური ზრდისთვის

30 ივლისი, 2018

დღეს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი იმყოფებოდა ქ. თელავში ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმის დარბაზში შეხვედრაზე - ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის“. ეს არის ევროკავშირის ახალი ინიციატივა და ხორციელდება აღმოსავლეთ ქვეყნების პარტნიორობის ფარგლებში.

ევროკავშირის პროექტის ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ უმთავრესი მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში ადგილობრივი ხელისუფლება გახდეს ეკონომიკური განვითრებისა და სამუშაო ადგილების შექმნის ხელშემწყობი მოცემულ რეგიონში და შექმნან შესაძლებლობა ეკონომიკური, კულტურული და სოციალური თანამონაწილეობის, საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიღწევისა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებაში.

აღნიშნულ შეხვედრაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა - ირაკლი ქადაგიშვილმა, პროექტის ხელმძღვანელმა - პიტერ რ. კორსბიმ და ამავე პროექტის კოორდინატორმა საქართველოსა და აზერბაიჯანში - ზვიად არჩუაძემ. მიმართვის დროს აქცენტები გააკეთეს მუნიციპალიტეტების განვითარების ახალ ეტაპზე და ყველა იმ სიკეთეზე, რასაც ევროკავშირის პროგრამების განხორციელება მოუტანს თითოეულ მუნიციპალიტეტს

გააზიარე