მერი და მერის პირველი მოადგილე საბავშვო ბაგა-ბაღების ახალი ინვენტარით მომარაგებისა და აღჭურვის პროცესს ადგილზე გაეცნენ
დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, გივი ზაუტაშვილი და მერის პირველი მოადგილე, ზურაბ ნემსაძე, ა(ა)იპ „ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ დირექტორთან, ნონა დავითაშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნენ საბავშვო ბაგა-ბაღების ინვენტარით მომარაგებისა და აღჭურვის პროცესს.
ყველა საბავშვო ბაგა-ბაღს გადაეცა ახალი ინვენტარი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში აღსაზრდელებისათვის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში წარმართვას.
#ყვარლისმუნიციპალიტეტი2023