მერმა სოფელ გრემში მცხოვრებ კიკბოქსიორს საერთაშორისო ტურნირში გამარჯვება მიულოცა
სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ვანაძორში გაიმართა 34-ე საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგში (K1 სისტემით), რომელშიც მონაწილეობას იღებდა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში მცხოვრები, 15 წლის კიკბოქსიორი, გიგი ხეჩიაშვილი.
გიგი ხეჩიაშვილმა 48 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში იასპარეზა და სატიტულო ქამრისათვის ბრძოლაში დაამარცხა სომეხი სპორტსმენი არმენ ოხანიანი.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი ზაუტაშვილმა, სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
#ყვარლისმუნიციპალიტეტი2023