ეკონომიკურ - კულტურული განვითარება ყვარლის მუნიციპალიტეტში
იუსტიციის სასწავლო ცენტრში ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან როსტომ სესიაშვილთან და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან ბენო გეგეჭკორთან ერთად გაიმართა შეხვედრა ევროკავშირის პროგრამის ,,Erasmus +” დელეგაციის წევრებთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში ეკონომიკურ-კულტურული და ტურიზმის განვითარების შესახებ. სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით და თანადაფინანსებით გაიზარდა საწარმოების რიცხვი, გაშენდა ვენახები, თხილისა და კაკლის პლანტაციები. ხელი შეეწყო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.
,, Erasmus +” წარმოადგენს ევროკავშირის პროგრაას, რომელიც პროექტებს ახორციელებს განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით