ყვარელში ბავშვთა საესტრადო ანსამბლ "ანა-ბანას" გალა კონცერტი გაიმართა
ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრის სცენაზე ბავშვთა საესტრადო ანსამბლ “ანა-ბანას” გალა კონცერტი გაიმართა.
ანსამბლის 24 წლისთავთან დაკავშირებით, ხელმძღვანელმა მაია მამულაშვილმა განსაკუთრებული პროგრამა წარმოადგინა, რომელმაც ლეგენდარული კომპოზიტორების სიმღერების რეპერტუარი გააერთიანა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
#ყვარლისმუნიციპალიტეტი2023