ყვარელში ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა
დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქალაქის შემოსასვლელში არსებულ სკვერში, ექსტრემალური სპორტული თამაშის, ფეინთბოლის, ჩემპიონატი გაიმართა.
შეჯიბრებაში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 40 ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას. დაკომპლექტებული 8 გუნდიდან, გამარჯვება გუნდმა „დურუჯმა“მოიპოვა, რომელიც ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის მიერ გამართულ, საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
გამარჯვებულ გუნდს საპატიო თასი მუნიციპალიტეტის მერმა, გივი ზაუტაშვილმა, გადასცა.
#ყვარლისმუნიციპალიტეტი2023