ყვარლის კომპლექსური სასპორტო სკოლის დარბაზში გაიმართა ტურნირი მინი ფეხბურთში
ყვარლის კომპლექსური სასპორტო სკოლის დარბაზში გური ბაღაღოშვილის, გიორგი თავგორაშვილის, აჩიკო აჯიაშვილისა და თამუნა ხარებაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა მინი ფეხბურთში.
შეჯიბრში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 12 გუნდი იღებდა მონაწილეობას. პირველი ადგილი ყვარლის გუნდმა “იანგ ბოისმა”, ხოლო მეორე ადგილი - “ლესტერმა” დაიკავა.
გამარჯვებულებს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა თასები, მედლები და სიგელები გადასცა.
#ყვარლისმუნიციპალიტეტი2024