ცხელი ხაზი : (+995) 599 157 471

ყვარლის მუნიციპალიტეტი 2023 წლის დასახვედრად ემზადება

29 დეკემბერი, 2022

ყვარლის მუნიციპალიტეტი 2023 წლის დასახვედრად ემზადება. ქალაქის ცენტრალური ქუჩა, მოედანი და საახალწლო ნაძვის ხე 25 დეკემბერს საზეიმოდ განათდა.

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქ. ყვარლის შესასვლელში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გარე ფასადებისა და ეზოების რეაბილიტაცია განხორციელდა.

ამავე პროექტის ფარგლებში, განხორციელდა, ქ. ყვარლის შესასვლელში მდებარე სკვერისა და ილია ჭავჭავაძის ბარელიეფის რეაბილიტაცია.

საახალწლო განათებები დამონტაჟდა ახლადრეაბილიტირებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე და ილია ჭავჭავაძის ბარელიეფთან არსებულ სკვერში.

 

#განახლებულირეგიონები

#ახალიწელი2023

#ახალიწლისდღეები

 

გააზიარე