ცხელი ხაზი : (+995) 599 157 471

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის სამუშაო შეხვედრა კოალიცია "დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" თავმჯდომარესთან

19 დეკემბერი, 2022

დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი ზაუტაშვილმა, სამუშაო შეხვედრა გამართა კოალიცია ,,დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" თავმჯდომარესთან, გიორგი ძნელაძესთან, რომელზეც განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის პრესპექტივები.

კოალიცია ,,დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ახორციელებს პროექტს, შეზღუდული შესაძებლობების მქონე პირთა უფლებების დასაცავად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, უფლებებისა და შრომის ბიუროს მხარდაჭერით. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მოქმედი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციების გაძლიერებას, რათა მათ მოახდინონ კანონით განსაზღვრული თანაბარი უფლებების ეფექტური ადვოკატირება და სოციალური ინკლუზია. პროქტის ერთ-ერთ სამიზნე რეგიონად განსაზღვრულია კახეთი.

შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მაია ავაზაშვილი და კოალიცია ,,დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის'' წარმომადგენლები.

გააზიარე