ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის შეხვედრა "USAID"-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის" ხელმძღვანელთან
დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, გივი ზაუტაშვილი, „USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის“ ხელმძღვანელ ნატალია ბერუაშვილს შეხვდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელზეც სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს.
„USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) 5-წლიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს დახმარებას ეკონომიკური მმართველობის გასაუმჯობესებლად, რათა ხელი შეუწყოს ეკონომიკის განვითარებას საზოგადოების საჭიროებათა გათვალისწინებით.
#ყვარლისმუნიციპალიტეტი2023