ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან და მერის მოადგილესთან ერთად, სოფელ გრემსა და სოფელ ჭიკაანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა
დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, გივი ზაუტაშვილი, მერის მოადგილე გიორგი ქოქიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.
რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის დაფინანსებით ხორციელდება სოფელ გრემის სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია. პროექტის განხორციელების შემდეგ, სოფელ გრემის მოსახლეობა სრულად იქნება უზრუნველყოფილი სასმელი წყლით. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 188 041 ლარს;
ამავე ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს სოფელ ჭიკაანში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიასთან მისასვლელი გზის მოასფალტება. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია 1780 გრძივი მეტრი ორფენოვანი ასფალტის დაგება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 559 900 ლარს.
#ყვარლისმუნიციპალიტეტი2023