ცხელი ხაზი : (+995) 599 157 471

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში #2 საბავშვო ბაღის შენობის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

20 ნოემბერი, 2023

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 მილიონ 20 ათასი ლარით დაფინანსდა.

ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი 3 ჯგუფზეა გათვლილი. ბაღის შენობა თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისად რეაბილიტირდა და აღიჭურვა.

სოფელ შილდაში, ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი დაესწრნენ.

„2023 წელი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების მიმართულებით მასშტაბური და ნაყოფიერი იყო. 395 მილიონი ლარის ფონდიდან 53 მილიონი ლარის, დაახლოებით, 125 პროექტი მიმდინარეობდა კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში. პროექტების სპექტრი ფართოა - წყალმომარაგების, გზების, ბაღებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტები და ფაქტობრივად, ყველა პროექტი დასრულების ეტაპზეა,“- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.

მან, ასევე, ისაუბრა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დაწყებულ საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის მასშტაბური პროგრამების მნიშვნელობაზე, რომელიც ქვეყანაში რამდენიმე ასეული საბავშვო ბაღისა და სკოლის მშენებლობასა და რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 

 

#ინფრასტრუქტურა2023

#კახეთი2023

#ყვარლისმუნიციპალიტეტი2023

 

გააზიარე