ცხელი ხაზი : (+995) 599 157 471

ყვარლის სახალხო თეატრში სპექტაკლი „ანგელოზები ტირიან“ გაიმართა

30 ივლისი, 2018

ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრში  სპექტაკლი ,,ანგელოზები ტირიან“ ჩატარდა, რომელსაც ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან როსტომ სესიაშვილთან ერთად  ნეკრესის მიტროპოლიტი სერგი, კახეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორიირაკლი ქადაგიშვილი, ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, კახეთის სამხარეო პოლიციისა და ყვარლის პოლიციის უფროსები, ასევე ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიისთანამშრომლები ესწრებოდნენ.

 როსტომ სესიაშვილის თქმით, თეატრი საზოგადოების ნაწილისთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ეს ის ადგილია, სადაც ხალხს შეუძლია ხელოვნებას ეზიაროს და სულიერი საზრდო მიიღოს.

 ყვარლის სახალხო თეატრის დასი აღნიშნული სპექტაკლით უახლოეს პერიოდში მეზობელ მუნიციპალიტეტებს ეწვევა.

გააზიარე